|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფილიპინებზე მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება ციხეს თავს დაესხა

ფილიპინებზე მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება ციხეს თავს დაესხა. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, რეიდების შედეგად ისლამისტებმა თავისი რვა თანამებრძოლის გათავისუფლება შეძლეს.

პოლიციის თანამშრომელთა განმარტებით, ექსტრემისტული დაჯგუფება „მაუტეს“, დაახლოებით, 20 „ბოევიკი“ ქალაქ მარავიში მდებარე ციხეს თავს დაესხა, დაცვა განაიარაღა, საკუთარი თანამებრძოლები გაათავისუფლა და იარაღი წაიღო.

ციხეში მყოფი ისლამისტები, რომლებმაც დაეშს ერთგულება გამოუცხადეს, სამართალდამცველებმა გასულ კვირას ხელნაკეთი ნაღმტყორცნის ტრანსპორტირებისას დააკავეს. მათი გათავისუფლებისთვის ჩატარებული რეიდისას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევა კიდევ 15 პატიმარმა შეძლო.
ფილიპინებზე რამდენიმე რადიკალურად განწყობილი დაჯგუფება მოქმედებს, რომელმაც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულება გამოუცხადა, მათ შორის ერთ-ერთი ექსტრემისტული დაჯგუფება „მაუტეა“. ისლამისტები დაეშის დროშასა და სხვა სიმბოლოებს იყენებენ.

ავტორი: ნიუპრესი