|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" დაკავებულთა უფლებების დარღვევებზე საუბრობს

ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველო" დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი ანგარიში წარადგინა. კვლევა თბილისის, ქუთაისის და თელავის პოლიციის დაწესებულებებში ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეციალურმა ექსპერტებმა კვლევის ფარგლებში პოლიციელთა და ადვოკატთა გამოკითხვაც აწარმოეს. ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" მთავარ პრობლემად დაკავებულთა მიერ, იურიდიული დახმარების სარგებლობას ასახელებს. კვლევის შედეგები, რეკომენდაციები და გადაჭრის გზები უკვე გადაგზავნილია შესაბამის დაწესებულებებში. კვლევის პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

“გამოიკვეთა პრობლემები როგორც კანონმდებლობის მხრივ, ასევე პრაქტიკაში, ხშირია შემთხვევები როდესაც არაფორმალურად აკავებენ ადამიანებს, ე.წ. გასაუბრების გზით მიყავთ ეს ადამიანები და შემდგეგ უკვე რამდენიმე საათში ეუბნებიან, რომ ისინი დაკავებულები არიან“ - განაცხადა "ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს" ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერმა ნიკა ჯეირანაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციიის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" გამგეობის წევრის თქმით, გამოიკვეთა საკანონმდებლო ხარვეზების არსებობა.

“აღნიშნულმა კვლევამ მოგვცა საშალება, რომ ადგილზე გავცნობოდით დაკავებული პირების პირველად წარდგენას პოლიციაში მათ რეგისტრაციას და პირველად უფლებებზე ხელმისაწვდომობაზე, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო ხარვეზების არსებობას“- აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

 

 

 წყარო: "რუსთავი 2"

ავტორი: ნიუპრესი