|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფოტოკონკურსის „ილო 2016“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსი "ილო 2016" დასრულდა. წელს კონკურსზე 30-მდე ნამუშევარი იყო წარდგენილი. 
პირველი ადგილი გიორგი კაკიაშვილმა აიღო, მეორე ადგილის მფლობელი ირაკლი შარაშიძე გახდა, მესამე ადგილი კი პაატა ნემსიწვერიძემ დაიკავა. გამოვლინდა ასევე გრან-პრის მფლობელი -ის  ირაკლი ბიგვავა გახდა.

კონკურსი მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.  კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თამთა თურმანიძის განცხადებით, კონკურსზე, როგორც ყოველთვის, საინტერესო ნამუშევრები იყო წარდგენილი.  

ჟიურის თავმჯდომარე თბილისის ფოტოფესტივალის დირექტორი, ნესტან ნიჟარაძე იყო. მან ასევე  წაიკითხა ლექცია საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარების შესახებ.

  კონკურსს მომავალ წელს საიუბილეო თარიღი აქვს. „ილოს“ 10 წელი შეუსრულდება. კონკურსს, რომლის ფოტო ატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა