|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 120-ე უბანზე გადასატანი ყუთის სიაში პირადი ნომრები არ იყო მითითებული

დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში 120-ე უბანზე. გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი 26 ამომრჩევლიდან მისამართი და პირადი ნომერი არცერთს ჰქონდა მითითებული. არასამთავრობო ორგანიზაცია  IMDC ხმების გაბათილებას მოითხოვს.

როგორც IMDC-ის იმერეთის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ სოფრომაძე აღნიშნავს, საოლქო კომისიაში საჩივარი უკვე დაწერილია.

„120-ე უბნიდან ჩვენმა კოორდინატორმა მოგვაწოდა ინფორმაცია შესაძლო დარღვევის შესახებ. გადასატანი ყუთის სიაში არსებულ 26 ამომრჩევლიდან არცერთს ჰქონდა მითითებული არც მისამართები და არც პირადობის დამადასტურებელი ნომრები.

120ე-უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ფანჩულიძის თქმით, შეცდომა დაუდევრობის ნიადაგზე დაფიქსირდა.

„როცა გადასატანი ყუთის სიების ფორმირება მოხდა, ჩვენ შევიტანეთ ძველი ვარიანტიდან ნუმერაცია, შემდეგ როცა უკვე გუშინ ახალი სამაგიდო სია გვქონდა, ნუმერაცია არეული იყო და მოგვიხდა ხელმეორედ გადაწერა. ამ გადაწერის მომენტში დაუდევრობის და სიჩქარის გამო შეცდომა მოხდა. ბათილად ცნობა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, აქ საუბარია შშმ პირებზე, რომლებმაც უკვე გამოხატეს თავიანთი ნება და არ ღირს ამ ნების დაკარგვა“, -აღნიშნა ფანჩულიძემ.

 

15:00 საათის მომაცემებით, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 7 საჩივარია შესული.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა