|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში 15 000 წლის წინა პერიოდის ადამიანის საცხოვრისი აღმოაჩინეს

იმერეთის რეგიონში, ზედა ყუმისთავში ახალი აღმოჩენის შესახებ გახდა ცნობილი. საწურბლიას მღვიმეში ადამიანი დაახლოებით 15 000 წლის წინ ცხოვრობდა. მღვიმეში საცხოვრებლის უძველესი დონე საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და დუბლინის ტრინიტის კოლეჯის საერთაშორისო ექსპედიციამ გამოავლინა. გამოქვბულში ადამიანის კვალი, ზედაპალეოლითის პერიოდიდან, დაახლოებით, 15 ათასი წლით თარიღდება. მთელს ამიერკავკასიაში მსგავსი მნიშვნელობის აღმოჩენა არსად ფიქსირდება. საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და დუბლინის ტრინიტის კოლეჯის მკვლევარები საწურბლიას გამოქვაბულს ერთობლივად იკვლევენ. ,,სამუშაოები 1970 – იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ჩვენი ჯგუფი 2008 წლიდან აწარმოებს სამუშაოებს. აქ არის არამარტო ნეოლითური, არამედ უფრო ადრეული ზედა პალეოლითური ფენებიც. პირველად ამიერკავკასიაში , ზედა პალეოლითის ადამიანის საცხოვრისია აღმოჩენილი. აღმოჩენილია ძვლის იარაღები, სამკაულები, დამწვარი კაჟი, ძვალი, ირმის რქები“, – აღნიშნა ექსპედიციის ხელმძღვანელმა თენგიზ მეშველიანმა. მღვიმეში აღმოჩენილი მასალების ნაწილი გამოსაკვლევად ტრინიტის კოლეჯში უკვე გადაგზავნილია. ქვისა და ძვლის იარაღები კი, საქართველოში დამუშავდება.

ავტორი: