|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სა–8 –მარტო ბაზრობა ქუთაისში (PHOTO)

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

 ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში, ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.

ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო „ტრაიენგლ შირტუეისტ“ საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი, რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.

8 მარტს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, თუმცა სოციალურმა ფონმა დღევანდელი დღე გადაფარა.  ქალბატონთა უმეტესობა ამ დღესაც მძიმე სამუშაო პირობებში აღნიშნავს. ხშირად მათ საკუთარ პრობლემებთან გამკლავება  მარტო დარჩენილებს უწევთ.

აქედან ჩვენი "სა–8 –მარტო რეპორტაჟი"  ქუთაისის ქუჩებში გამოფენილი ყვავილების ბაზრობიდან. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი