|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამოკითხვა: სად მდებარეობს ქუთაისში ილია ჭავჭავაძის ძეგლი?

სად მდებარეობს  ქუთაისში ილია ჭავჭავაძის ძეგლი? - ამ შეკითხვით  რიგით მოქალაქეებს მივმართეთ.  აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ჭავჭავაძის გამზირზე,  სწორედ ილია ჭავჭავაძის ძეგლის სიახლოვეს ჩავწერეთ.

გამოკითხულთა უმრავლესობას კითხვაზე პასუხი არ აღმოაჩნდა.  ამის ერთ -ერთი მიზეზი შესაძლოა  ისიცაა, რომ ძეგლი სარეკლამო ბილბორდებითა და ხის ტოტებითაა გადაფარული. ამის შესახებ "ნიუპრესმა" რამდენიმე დღის წინ ვიდეორეპორტაჟიც მოამზადა.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი