|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ისტორიულ უბანში კაფე "არგო" იხსნება [PHOTO]

ქუთაისის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე გახმაურებული მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. კაფე "არგო" რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება. კაფეს დირექტორის, დავით შარაბიძის განცხადებით, მიმდინარეობს ბოლო სამუშაოები, რის შემდეგაც "არგო" მუშაობას დაიწყებს. მისივე თქმით, ერთი თვის განმავლობაში კაფე სატესტო რეჟიმში იმუშავებს. 

დავით შარაბიძის თქმით, არგოს მიზანი ქალაქში "არგონავტიკის" თემატიკის პოპულარიზაციია. ამისთვის მენიუს მთავარ გვერდზე "არგოსა" და "მედეას" ქუთაისთან კავშირის შესახებ ინფორმაცია განთავსდება.

 

 

 

 

 

 

 

 

"არგონავტიკის" თემა ყველამ იცის, მაგრამ ჩვენი მიზანია, აქ მოსულ სტუმარს, ტურისტს გავაცნოთ, რა კავშირშია ის ქუთაისთან. მენიუს პირველ გვერდზე განთავსდება ინფორმაცია. ამით ვცდილობთ "არგონავტიკის" პოპულარიზაციას"-განაცხადა დავით შარაბიძემ. მისი თქმით, ინტერიერიც ამ თემატიკაის მიხედვით მოეწყო, სპეციალურად შეიქმნა ნახატები, ორნამენტები, სკამები, მაგიდები.

 

 

 

კაფე ყველა სეგმენტზეა გათვლილი და იქ ცოცხალი მუსიკა ადგილობრივი ტრიოს მიერ შესრულდება. 

შეგახსენებთ, კაფე არგოს მშენებლობას ქუთაისში პროტესტი მოყვა. მის დემონტაჟს ამ დროისთვისაც მოითხოვენ, რადგან თვლიან, რომ ისტორიული "ოქროს ჩარადხის" გვერდით მსგავსი მშენებლობა არასწორია. 

გიორგი ჭიღვარიას კაფე "არგოს" ნებართვის გაცემის კანონიერების შესწავლისკენ მოუწოდებენ

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა