|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი საპარლამენტო თუ საუნივერსიტეტო ქალაქი?

საუნივერსიტეტო ქალაქის ქუთაისში განთავსების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს განათლების  სამინისტრო.  როგორც სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა,   აღნიშნულ პროექტს, ისევე როგორც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას, ფონდი "ქართუ" ახორციელებს და დეტალები მასთან უნდა გავარკვიოთ.

ინფორმაციის შესახებ ვერ საუბრობენ  ქუთაისის მერიაშიც. 

"მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. თუმცა ჩვენის მხრიდან დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. პროექტის ავტორი დაანონსებს დანარჩენ ინფორმაციასაც,"-განუცხადა "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა.

შეგახსენებთ, ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ  საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში იქნება, 250  მილიონი ევრო დაჯდება.  

 ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფუძნება   „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება გახლდათ, რომლის შესრულებას დაჟინებით მოითხოვდა საინიციატივო ჯგუფი.  უნივერსიტეტის ქუთაისში გახსნის მოთხოვნას იზიარებდა ქუთაისის მერი შოთა მურღულიაც

საბოლოოდ კი,  უნივერსიტეტის აგება თბილისში გადაწყდა.

ქუთაისი  კარგავს საპარლამენტო ქალაქის სტატუსსაც, შეიძენს თუ არა ის საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსს, ამას მომავალი გვიჩვენებს. 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი