|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გენადი მარგველაშვილის კანდიდატურა განიხილება

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა,  გენადი მარგველაშვილმა, შესაძლოა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს. მარგველაშვილი ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ დანიშვნის თაობაზე შემოთავაზება მიიღო.  

მისი თქმით, შემოთავაზების მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. 

"ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა, ეს ბუნებრივიც არის, როგორც განათლების კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, თუმცა ჩემს გარდა არის კიდევ რამდენიმე კანდიდატურა, რომელთა ვინაობასაც ჯერ ვერ დავასახელებ. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას გუნდი მიიღებს, მე ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვარ",- აცხადებს გენადი მარგველაშვილი.


განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც  მარიამ ჯაშმა თანამდებობა დატოვა.

ავტორი: ნიუპრესი