|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განათლების მინისტრი მარიამ ჯაში გახდება?

მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მედიაში ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება.

"ნიუპრესის" ინფორმაციით, განათლების მინისტრის პორტფელს უახლოეს მომავალში პარლამენტარი მარიამ ჯაში ჩაიბარებს.

"ჩემთვის ეს ინფორმაცია უცნობია და შესაბამისად ვერ დაგიდასტურებთ, რადგან განსაკუთრებით კარგი თანამშრომლობა გვაქვს პარლამენტის კომიტეტსა და განათლების სამინისტროს შორის ბატონი სანდრო ჯეჯელავას ხელმძღვანელობით. აქვე, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ განცხადებამდე და მმართველი გუნდის უმრავლესობის ფორმატში ცვლილებების შეჯერებამდე ნაადრევია შეფასებები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით", -განუცხადა მარიამ ჯაშმა "ნიუპრესს".

მარიამ ჯაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა