|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაქსუებული კომპანია"- კახი კალაძე გაზის სადისტრიბუციო კომპანიას აკრიტიკებს

"გაქსუებული კომპანია" - ასე იხსენიებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია "გასკო პლიუსს", რომელმაც სენაკის მოსახლეობას გაზის ტარიფი გაუძვირა და ახლა ადგილობრივებისთვის ბუნებრივი აირის საფასური 68 თეთრი გახდა.

სენაკის მოსახლეობამ პრობლემის მოსაგვარებლად ენერგეტიკის მინისტრს მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხს ბოლომდე მიყვება და სათანადო ზომებს მიიღებს.

 „ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს სოციალური ბუნებრივ აირზე ფასი რაც არის, ეს შეღავათი ისე გადანაწილდეს, რომ ყველამ თანაბრად მიიღოს ეს შეღავათი. აქ გამოდის ეს გაქსუებული კომპანიის ხელმძღვანელი და იღებს ამ გადაწყვეტილებებს.  ეს ჩვენ გვაძლევს იმის საბაბს, რომ ეს ნაწილობრივ დერეგულირება რაც არის დღეს განსაზღვრული,  გავაუქმოთ და მარეგულირებელმა კომისიამ ერთიანად დაადგინოს ტარიფები მოსახლეობაზე, რომელიც იქნება თანაბარი და ყველასათვის ერთი. ამას აუცილებლად მივყვებით ბოლომდე და ყველას მოეთხოვება კანონის ფარგლებში,“-აცხადებს კახი კალაძე. 

"გასკო პლიუსის" ხელმძღვანელის განცხადებით,  თავადაც გეგმავდნენ ფასის შემცირებას.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა