|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოლიმპიური გარბენი დეპუტატისა და გუბერნატორის მონაწილეობით (PHOTO)

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში გარბენი მოეწყო.  მასში პარლამენტის დეპუტატები, იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერიის და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულები იმერეთის გუბერნატორმა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა დააჯილდოვეს. 
 სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიურ თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო. ნახატები "ART STUDIO თერაპიას" მოსწავლეებმა წარმოადგინეს. 
სტუდიის ხელმძღვანელებს გაწეული საქმიანობისთვის დიპლომი საკრებულოს წევრმა გურამ ტოროშელიძემ გადასცა. 

ცენტრალურ მოედანზე -პროექტის "ვგულშემატკივრობ საქართველოს" ფარგლებში სპეციალურად დამზადებული ბანერის გახსნა მოეწყობა. სიმბოლურად დაინთება ოლიმპიური ცეცხლი. დღე ბრაზილიური სპორტული ცეკვების წარმოდგენითა და ცეცხლოვანი შოუთი დასრულდება.

 

 

      

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი