|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბანში ფერმერთა მომსახურების ცენტრები მომხმარებელს შეზღუდვების გარეშე მოემსახურება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ფერმერთა მომსახურების ცენტრები დღეიდან, ფერმერებს შეზღუდვების გარეშე მოემსახურება.

აგრო მიმართულებით მომუშავე სავაჭრო ობიექტების მუშაობის პროცესს და ადგილზე პროდუქციის მარაგების არსებობას, პირდად გაეცნო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.

ფერმერებს, რომლებსაც საგაზაფხულო სამუშაოების მიზნით სურთ შეიძინონ სასურველი აგრო ქიმიური საშუალებები და ხელსაწყოები, მთავრობის გადაწყვეტილებით, უფლება ეძლევათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე  და საღამოს 18:00 საათიდან, 19:00 საათამდე გადაადგილდნენ საკუთარი ფართობების მიმართულებით მიწათმოქმედების მიზნით, ასევე ამ პერიოდში მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ ფერმერთა მომსახურების ცენტრებით.

ავტორი: ნიუპრესი