|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბანში შიდა ქუჩების სამშენებლო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს

გარდაბანში შიდა ქუჩების სამშენებლო პროცესი ინტენსიურად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
 
 
სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას და მშენებლობის ხარიხს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი ვახტანგ გაგუა გაეცნენ.
 
 
მიმდინარე წელს, ქალაქის მასშტაბით შიდა ქუჩების რეაბილიტაცია 30 ლოკაციაზე განხორციელდება, მათ შორის კაპანახჩისა და თბილწყაროს დასახლებაში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ავტორი: ნიუპრესი