|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტი აუტიზმის საერთაშორისო დღეს შეურთდა

აუტიზმის გასაღები სიყვარულია"- ამ სლოგანით გარდაბნის მუნიციპალიტეტი წელს აუტიზმის საერთაშორისო დღეს შეურთდა.
 
მუციპალიტეტის ა(ა)იპ თერაპიული ცენტრის ბენეფიციარებს, მერის პირველი მოადგილე-დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომერე-ტარიელ ჯანხოთელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
 
დღესვე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო ფლაერები დარიგდა.
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის მეშვეობით, ყოველი წლის 2 აპრილს აუტისტური სპექტრის ბენეფიციარებს 300 ლარი ერიცხებათ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა