|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას აზერბაიჯანულმა მხარემ 100 პაკეტი სასურსათო ნობათი გადასცა [R]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას, აზერბაიჯანულმა მხარემ შეჭირვებული ოჯახების დახმარების მიზნით, 100 პაკეტი სასურსათო ნობათი გადასცა.

პროდუქტის გადაცემის პროცესს, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ გასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი და „სოკარის“ პრეზიდენტი საქართველში მახირ მამედოვი ესწრებოდნენ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს, მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე, გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. 

აზერბაიჯანულმა მხარემ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს დახმარება რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში უკვე გაუწია.

 

 საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასიციაციამ საქართველოში კორონავირუსის პერევინციის მიზნით, შექმნილ StopCov ფონდში 100 000 000 ლარი გადარიცხა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა