|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ასფალტის საფარი სოფლის იმ მონაკვეთში ეწყობა, სადაც მოსახლეობას წლების მანძილზე გადაადგილების პრობლემა ჰქონდა.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს და მშენებლობის ხარისხს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

სოფელ ქესალოში, გზების მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპი", ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ახორციელბს.

პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 590 000 ლარი იხარჯება და 3,5კმ სიგრძის ასფალტის საფარი იგება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა