|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნში ბაგა-ბაღების 3 230 აღსაზრდელის ოჯახს სასურსათო პროდუქტი გადაეცემა [R]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების  3 230 აღსაზრდელს სასურსათო პროდუქტი გადაეცემა. 

ოჯახებისთვის პროდუქტის გადაცემის პროცესი დღეს დაიწყო და ამ დროისათვის 1 300 აღსაზრდელის  ოჯახმა პროდუქტი უკვე მიიღო, პროცესი ხვალ დასრულდება და ქ. გარდაბანს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სოფელს მოიცავს.

ბაღის აღსაზრდელთა ოჯახებზე  პროდუქტის გაცემის პროცესს ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება“ უზრუნველყოფს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა