|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაზის ტარიფის გაძვირების გამო ქუთაისში აქცია გაიმართება

ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირების გამო ქუთაისში აქცია გაიმართება. პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფი რეგიონეში უფრო გაიზარდა, ვიდრე თბილისში. პარტია ხვალ ქუთაისის მერიის წინ აქციას გამართავს. წულაიას განცხადებით, რეგიონებში გაზრდილი საფასურის გამო პასუხს იმერეთის გუბერნიისგან ითხოვს. აქცია 11 საათზე დაიწყება.

"გაზის ტარიფის გაძვირების გამო მოვალთ იმერეთის გუბერნიასთან და მოვითხოვთ პასუხს, რატომ გაიზარდა ტარიფი რეგიონებში მეტად, ვიდრე თბილისში. ყველას მოვუწოდებთ მოვიდნენ აქციაზე"-განაცხადა გოგი წულაიამ.

 

"გაზის ტარიფი რეგიონებში უფრო გაიზარდა, ვიდრე თბილისში"

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა