|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გედევან ფოფხაძე საკირის, ჭობისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას შეხვდა (R)

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"  ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების- საკირის, ჭობისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო, ისე როგორც არასდროს, მშვიდად მიმდინარეობს.

მშვიდ წინა საარჩევნო გარემოს შესახებ, ამერიკის ელჩმა იან კელიმაც აღნიშნა.

ეს ,,ქართული ოცნების“ მონაპოვარია. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რა რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, უთანასწორო ბრძოლაში გავიმარჯვეთ. დღეს არავინ აძალებს მოქალაქეს თუ ვის უნდა მისცეს ხმა,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამომრჩეველთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დღეს გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია. მან ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისაკენ და გედევან ფოფხაძის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა