|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ქუთაისი - გელათის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამ დროისათვის მძიმეა ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა. ის მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი კლდეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე  სს  კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, აღნიშნული ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება  გამოიწვია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა