|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათისა და ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნების საკითხი განიხილება

საქართველო პოლონეთში დაგეგმილ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე, გელათის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნების საკითხს დააყენებს. ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


„წელს პოლონეთში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მორიგი სხდომა იმართება, სადაც ჩვენ გაგვაქვს საკითხი გელათის მონასტრის ძირითად ნუსხაში დაბრუნების შესახებ. თქვენ იცით, რომ გელათი, ბაგრატთან ერთად, დღეს საფრთხის ქვეშ მყოფ სიაშია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისევე, როგორც შარშან მცხეთა დავაბრუნეთ ძირითად ნუსხაში, წელსაც მივაღწევთ წარმატებას და უკვე სამივე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი იქნება ძირითად ნუსხაში - ორი (მცხეთა და გელათი/ბაგრატი) დაბრუნებული და ჩაჟაში შენარჩუნებული“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.


აღსანიშნავია, რომ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ახალი მშენებლობები აიკრძალა.

 

 მსგავსი:

"გელათის განახლებული მართვის გეგმა იუნესკოში წარვადგინეთ"

ავტორი: ნიუპრესი