|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათში ქვის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ტყიბულის რაიონში, სოფელ გელათში, ქვის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, სადაც სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვის დამუშავება და მოჩუქურთმება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.

შპს „გაზკო“ წარმოების დასაწყებად და საწარმოს მოსაწყობად 353 200 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს. მათივე ცნობით, საწარმო წლიურად მინიმუმ 2 000 მ3 პროდუქციის წარმოებას შეძლებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ საწარმოს ასაშენებლად შპს „გაზკოს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი