|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანიის ბიბლიოთეკაში ქართული ხელნაწერი აღმოაჩინეს (PHOTO)

  ეროვნული ბიბლიოთიკის თანამშრომელი, ისტორიკოსი გიორგი ქავრთარაძე გერმანიაში ახლადაღმოჩენილი ქართული ხელნაწერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში მუშაობისას აღმოჩნდა დღემდე შეუსწავლელი, არა კატალოგიზირებული ხელნაწერი - Hs. or. 14561.

ხელნაწერი შეიცავს ნუსხა-ხუცურით დაწერილ ბიბლიის ტექსტს. ასევე, ტექსტში ჩართულია ლუკა მახარებლის ერთი ფერადი გამოსახულება.

ბიბლიოთეკარმა ქალბატონ ნიკოლე ფიურთინგმა დამრთო ნება, მობილურით გადამეღო პირველი და ბოლო გვერდი. მისი განცხადებით: "ეს ხელნაწერი ბიბლიოთეკამ 2012 წელს შეიძინა კერძო კოლექციონერისაგან ამსტერდამში".

ხელნაწერი მცირე ზომის გამო, დიგიტალიზაციას არ ექვემდებარება. საჭიროა, კოდიკოლოგმა და ტექსტოლოგმა ადგილზე შეისწავლოს.

ამ აღმოჩენით ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას კიდევ ერთი შესანიშნავი ხელნაწერი შეემატა", - წერს გიორგი ქავთარაძე სოციალურ ქსელში და ხელნაწერის ფოტოებს ავრცელებს.

 

 

  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა