|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გენდერული საკითხისადმი დამოკიდებულება ახალგაზრდებში პრობლემად რჩება

ქუთაისის გენდერული საბჭო ქუთაისის მერიისა და ფონდ" სოხუმის" თანადაფინანსებით ახორციელებს პროექტს "გენდერული ასპექტების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში აქტიური ჩართვისათვის". პროექტის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში.

პროექტის წარდგენა დღეს ფონდ "სოხუმის" ოფისში მოხდა. ფონდის წარმომადგენლის ლალი შენგელიას განცხადებით, პროექტის ამოცანაა სტუდენტთა თანამშრომლობის ხარისხის ამაღლება ადგილობრივ თვითმმართველობასთან გენდერული პოლიტიკის ფორმირებისათვის, სტუდენტებში  დისკუსიების გაგრძელება გენდერულ საკითხებზე და მათი მოტივაციის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი, რომელშიც 21 სტუდენტი მონაწილეობდა,  სტუდენტები ადგილობრივი ბიუჯეტის სტრუქტურას და გენდერული თანასწორობის საკითხებს გაეცნენ. შედეგად,  ახალგაზრდებმა გაიაზრეს რამდენად ეფექტურია მათი ჩართულობა  ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების დროს. ტრენინგში მონაწილე სტუდენტები თავიანთ უნივერსიტეტებში ჩაატარებენ ლექციებს და ახალგაზრდებს გენდერული საკითხების მნიშვნელობაზე მიაწვდიან ინფორმაციას.

სტუდენტების განცხადებით, გენდერული საკითხისადმი დამოკიდებულება ახალგაზრდებში პრობლემად რჩება, რადგან ბევრმა სტუდენტმა არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა და არ აქვს საკითხისადმი სწორი დამოკიდებულება.

ფონდი სოხუმი ახორციელებს პროექტს "გენდერული საკონსულტაციო საბჭოები–ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისათვის. პროექტის მიზანია ქალთა მონაწილოების გაზრდა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობა. პროექტი ქუთაისში, სენაკსა და ოზურგეთში ხორციელდება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა