|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანიაში ქუთაისი-მემინგემის რეისის 19 მგზავრი არ შეუშვეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 თებერვალს გერმანიის ფედერალური პოლიციის მიერ სასაზღვრო კონტროლის გავლისას, გერმანიაში არ შეუშვეს ავიაკომპანია “ვიზეარის” ქუთაისი-მემინგემის რეისის 19 მგზავრი. საქართველოს 10 მოქალაქე მემინგენი-ქუთაისის რეისით იმავე დღეს უკან გამოაბრუნეს. საქართველოს 9 მოქალაქე კი მიუნხენის აეროპორტის ტრანზიტული ფრენებისათვის განკუთვნილ ნაწილში გადაიყვანეს.

 

საქართველოს მოქალაქეებმა ევროპაში (შენგენის ზონა) უვიზოდ მიმოსვლის უფლება 2016 წლის გაზაფხულზე მიიღეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, ევროპაში მუშაობას, ან განუსაზღვრელი ვადით დარჩენას. ამისთვის სამუშაო უფლებისა და გრძელვადიანი ვიზის მიღება არის საჭირო. უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, 180-დღიანი მონაკვეთის პერიოდში შენგენის ზონაში 90 დღე გაატარონ. ევროპის საზღვრის გადაკვეთისას, მესაზღვრემ, შესაძლოა, დაგისვათ არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რა დროსაც უნდა დაადასტუროთ, რომ იქ ნამდვილად მოკლე ვადით მიემგზავრებით. თუ თქვენ მესაზღვრეს ვერ დაარწმუნებთ, მას უფლება აქვს, ქვეყანაში შესვლაზე უარი გითხრათ.

ავტორი: ნიუპრესი