|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანიის მოქალაქემ ქუთაისში მცხოვრებ ოჯახს 10 ათასი ევრო უანდერძა

ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს გერმანიის მოქალაქემ 10 ათასი ევრო უანდერძა. ანდერძის აღსასრულებლად დღეს ქუთაისის ქართულ-გერმანულ ცენტრში ოჯახი მოიწვიეს, რომელსაც მოულოდნელი საჩუქარის შესახებ აცნობეს. 

 გერმანელი ქველმოქმედის გერჰარდ მიულერის თქმით, მას გადმოეცა უფლებამოსილება ანდერძის აღსასრულებლად. 

"ჩვენ წლების განმავლობაში გერმანიაში ვაგროვებთ შემოწირულობებს და ვეხმარებით ქუთაისში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას. ერთ-ერთი შემომწირველი გახლდათ როლფ ბარბიანი, რომელმაც გარდაცვალებამდე ადრე შედგენილ ანდერძში ოჯახს ათი ათასი ევრო უსახსოვრა. თანხის გადაცემის ფორმის შესახებ ოჯახთან მოვილაპარაკებთ"-განაცხადა მიულერმა.

"მადლობა ღმერთს, მადლობა ყველას, ქართულ გერმანულ ცენტრს, ბატონ გერჰარდს, ბატონ როლფ ბარბიანს, რომ ჩვენ ოჯახში მოახდინა სასწაული", -განაცხადა სვეტლანა მიროიანმა. 

 სვეტლანა მიროიანის ოჯახი სამ შვილს ზრდის, ორ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ოჯახი ქართულ-გერმანული ცენტრიდან წლების განმავლობაში იღებს დახმარებას. 

სავარაუდოდ, თანხის გადაცემა ერთბაშად არ მოხდება და ის  ეტაპობრივად, ოჯახის საჭიროებების მიხედვით განიკარგება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა