|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში იმერეთის დელეგაცია მონაწილეობს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროპაში ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენაში მონაწილეობას 180 ქვეყანა იღებს და 5 დღის განმავლობაში დაახლოებით 160 000 ვიზიტორს ელოდებიან.

იმერეთის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე,  გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.

იმერეთი ამ გამოფენაში უკვე მეორე  წელია მონაწილეობს. წელს გამოფენაზე  ქუთაისის, ბაღდათის და ტყიბულის მუნიციპალიტეტები იყვნენ წარმოდგენილი.

საერთაშორისო ფორუმის გახსნას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი ესწრებოდა, ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. ასევე, გაიმართება იმერეთის დელეგაციის შეხვედრა გერმანიაში საქართველოს ელჩთან ელგუჯა ხოკრიშვილთან, სადაც საუბარი იქნება იმერეთის და გერმანიის ერთ-ერთ მხარესთან დამეგობრებაზე.

 

ავტორი: ნიუპრესი