|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანულ კომპანიებს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები გააცნეს

გერმანიის ფედერალური კანცლერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქართული და გერმანული ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული „მრგვალი მაგიდის“ მუშაობას საქართველოს რკინიგზისა და ,,დოიჩე ბანის“ გენერალური დირექტორები, დავით ფერაძე და რიჩარდ ლუცი დაესწრნენ.
შეხვედრაზე, გერმანულ კომპანიებს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები გააცნეს. შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, საქართველოს რკინიგზა და ევროპის ყველაზე მსხვილ სატრანსპორტო კომპანია „დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ. კომპანიებს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას, მათ შორის, ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პარტნიორობის ახალი ეტაპი ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რესურსების გაცვლას ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციისა და დასაქმებულების კუთხით.

 

ავტორი: