|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე: „ჩვენს მშვიდობიან აქციას ბავშვების ღონისძიებას უპირისპირებენ“

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაცია მერიას მიმართვას. როგორც ორგანიზაციის ქუთაისის #47 ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გია თევდორაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ მერიას აქციის ჩასატარებლად ადგილის გამოყოფა სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს.

„პირადად ვესაუბრე შოთა მურღულას და ვუთხარი 27 სექტემბერს დაეთმო სპორტის სასახლე, სადაც ჩვენს აქტივისტებს შევხვდებოდით, მაგრამ მან მაცნობა, რომ სპორტის სასახლე დატვირთულ რეჟიმში ყოფილა და ამიტომაც უარი გვითხრა. შემდგომ შევცვალეთ ლოკაცია და ავირჩიეთ ვერიკო ანჯაფარიძის სკვერისა და პირველი სკოლის მიმდებარე ადგილი, რაზედაც გვიპასუხეს, რომ 27 სექტემბერს სასწავლო დღეა და ამიტომ სასწავლო პროცესს ხელი შეეშლებოდა. ჩვენ ადეკვატურ არგუმენტად ჩავთვალეთ და შევცვალეთ თარიღი. მეორე წერილი გავუგზავნეთ მერიას და ვაცნობეთ 1 ოქტომბერს დაეთმოთ ადგილი, რაზედაც გვიპასუხეს, რომ თურმე ააიპი კულტურულ დაწესებულებას და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებას ჰქონით ამ დროს ღონისძიება დაგეგმილი“-განაცხადა თევდორაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე  თვლის, რომ ბავშვების ღონისძიება სახელდახელოდ დაიგეგმა, რადგან, ღონისძიებაში მონაწილე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ მათ მოულოდნელად შეატყობინეს ღონისძების თარიღი და რომ 3 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიება 1-ში გადმოვიდა.

„ჩვენ ბავშვების ღონისძების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენს გამო შეცვალეს თარიღი. მაშინ, როდესაც ხელისუფლება მშვიდობის მემორანდუმს აქვეყნებს, ჩვენ ღონისძიებას ბავშვების ღონისძიებას უპირისპირებენ“-განაცხადა თევდორაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერიას მესამე წერილით მიმართა და თუ სკვერისა და სკოლის მიმდებარედ ვერ გამოძებნება ადგილი, შეკრების ახალ ადგილად მერიის მიმდებარე ტერიტორიას ირჩევენ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოუწოდებს მერიას დროულად აცნობოს პასუხი და არ დაარღვიოს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ არსებული კანონი და დაუთმოს მათ ადგილი, რომელიც ორგანიზაციის მიერ იყო მოთხოვნილი.

მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა