|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე ქუთაისის მერიას სოციალური ქსელით მიმართავს

ქუთაისის ყოფილი მერი და პარლამენტარი გია თევდორაძე სოციალურ ქსელში ქუთაისის ისტორიულ უბანში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც  ქუჩაში მოსეირნე პირუტყვია აღბეჭდილი.

„ეს ფოტოები დღესაა გადაღებული, ქუთაისის ისტორიულ ცენტრში, თეთრ ხიდთან!!!...
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, უკვე კარგა ხანია, ცხენების და რქოსანი პირუტყვის საძოვრადაა ქცეული. სასესიო დარბაზში, თუ მის გარეთ რამდენიმეჯერ მივმართე შესაბამის უწყებებს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, მაგრამ თითიც კი არავის გაუნძრევია! მექმნება შთაბეჭდილება, რომ ან ,,სხვა ქალაქში" ცხოვრობს ეს ხალხი, ან ამით ოდნავი დისკომფორტიც კი არ ექმნებათ...

ჩემთვის ეს საკითხი პოლიტიკურ ჩარჩოებს ნამდვილად სცილდება. ვინც მიცნობს, მიხვდება, რომ გულწრფელი ვარ. ამიტომ ქუთაისის მერიას საჯაროდ მინდა ვკითხო: ხალხო, მართლა ასეთი დეზორგანიზებულები ხართ, რომ ქალაქის ცენტრშიც დაგიდით ნახირი, თუ გეგმაზომიერათ აკეთებთ ამას, რომ ნარატივი ქუთაისური პროვინციალიზმის შესახებ, კიდევ უფრო  განამტკიცოთ?!",-წერს  თევდორაძე "ფეიბუკის' საკუთარ გვერდზე.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე