|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიდების ასოციაცია დაკეტილი ტურისტული ატრაქციების გახსნას ითხოვს

საქართველოს ახალგზარდა გიდების ასოციაცია  დაკეტილი ტურისტული ატრაქციების გახსნას ითხოვს.
ორგანიზაციის განცხადებით, გაუგებარი მიზეზებით დაკეტილია ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები, კანიონები პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი.
"ისედაც, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი წყალტუბოს, ხონისა და მარტვილის მოსახლეობა, ამ დრომდე ელოდება მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს გახსნას და ტურისტების მასპინძლობას.
გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან, ჩვენი ასოციაცია - სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ გაჟღერებულ მთავარ მოთხოვნებს: დროულად გაიხსნას ზემოთ ჩამოთვლილი ტურისტული ობიექტები,  სრულად მოიხსნას კომენდატის საათი;  დაჩქარდეს, ტურიზმის ინდუსტრიის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია"- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია. 
 

ავტორი: ნიუპრესი