|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგა შუშანია ქუთაისის საკრებულოს დადგენილების გაუქმებას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია ქუთაისის საკრებულოს იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც  ქუთაისში არსებულ სოციალურ საცხოვრისში შესახლებული პირებისთვის პირობები იცვლება.

აღნიშნული მოთხოვნით საკრებულოს დეპუტატმა სოციალური საცხოვრისის წინ ბრიფინგი გამართა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოციალურ საცხოვრისში შესახლებულ ბენეფიციარებს საცხოვრებელ ვადად 2 წელი განესაზღვრებათ, რის შემდგომაც მოხდება მათი ხელახალი გადამოწმება.

შუშანია ასევე აკრიტიკებს იმ ნორმას, რომლის თანახმად, საცხოვრისის ბინადრებს ბინების დატოვება 10 დღეზე მეტი ვადით ეკრძალებათ. 

მერიის საბინაო სამსახურის ინფორმაციით, 10 დღიანი ვადა სიახლე არ არის და ადრეც არსებობდა. რაც შეეხება 2 წლიან ხელშეკრულებას, ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა გარემოების გათვალოსწინებით იქნა მიღებული.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა