|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგი უგულავა ხონელი გახდა

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა ხონელი გახდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა თბილისელობაზე უარი თქვა. 

თბილისის ყოფილი მერისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატობა პატიმრობის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება არის. 

"დადგა დროს, "ქართულ ოცნებას" ვაჩვენოთ წითელი ბარათიი. მთავარია, დამარცხდეს "ქარული ოცნება", იმის გამო, რომ მოსახლეობა მოატყუა"-განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება და მათ საარჩევნო პროგრამას აცნობს, რომელშიც აქცენტი რეგიონის ტურისტულ პოტენციალზეა გაკეთებული. მისი განმარატებით, ტურიზმის განვითარებით რეგიონში უმუშევრობა მნიშვნელოვნად შემცირდება. 

ვანი-ხონის ოლქში არჩევნები 28 აპრილს ჩატარდება. დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად 6 კანდიდატი იბრძვის. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა