|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერმა გუბერნატორები გააფრთხილა: პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება

გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, – განაცხადა პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას.

 მან გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა.

„აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებური საქმეები, შემდგომ კი – პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა – პრობლემების შექმნა“, - უთხრა პრემიერ მინისტრმა გუბერნატორებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა