|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას უცენზურო სიტყვებით მიმართა

 ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მელიამ კვირიკაშვილს განუცხადა, რომ ის ფორმალური პრემიერია და ივანიშვილმა მისი შემცვლელი უკვე მოძებნილი ჰყავს, რასაც კვირიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.

მან მელიას კორექტულობისკენ მოუწოდა, შემდეგ კი დეპუტატს აგინა:"შე ნაბიჭ... შენ მოგიტყ....."-ამ სიტყვების შემდეგ კვირიკაშვილმა და მთავრობის წევრებმა დარბაზი დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის პარლამენტში, პრემიერისა და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრაზე მოხდა.

 მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა