|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი კვირიკაშვილმა სენაკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა  დღეს სენაკის მოსახლეობას მაჟორიტარიდეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა.

„ირაკლი არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც მისი ასაკის მიუხედავად, უკვე ძალიან გამოცდილია. მას  საუკეთესო განათლება მიღებული აქვს  ბრიტანეთის Westminster-ის უნივერსიტეტში. მნიშვნელოვანი მომზადება გაიარა ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო ინსტიტუტში. ირაკლის აქვს სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობის ასევე დიდი გამოცდილება. დღეს იგი არის ერთერთი წამყვანი ადამიანი სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის. ხელმძღვანელობს საინფორმაციო -ანალიტიკურ დეპარტამენტს. საქართველოში საზოგადოება მას იცნობს, როგორც წამყვან ფიგურას გალის და ერგნეთის ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლობით ჯგუფში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა შევურიგდეთ აფხაზებს,  ოსებს. უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, და სწორედ აქ, დღეს წინა ფრონტზე დგას ირაკლი. მე, პირადად, მეამაყება, რომ პარტიაში ასეთი ადამიანი გვყავს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მთავრობის მეთაურმა სიტყით გამოსვლისას ყურადღება სენაკის პოტენციალზე გაამახვილა.

„სენაკში ჩვენ ვაპირებთ  მთლიანად დავასრულოთ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პრობლემების მოგვარება. გვაქვს ძალიან კარგი გეგმები ტურისტული ინფრასტრუქტურის აღორძინების. კურორტ  მენჯის აღორძინების, სპორტული კომპლექსების მშენებლობის. აქ ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალია. ყველა ნაბიჯი იქნება მიმართული იქითკენ, რომ რეგიონებში ცხოვრების დონე გავზარდოთ. ეს არის უმთავრესი ამოცანა დღეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის სიკეთე, რომელიც არის ხელმისავწდომი დედაქალაქში, იყოს ხელმისავწდომი  რეგიონებში,სოფლებში,  რაიონულ ცენტრებში. სწორედ ამ გეგმების განსახორციელებლად  გვჭირდება ერთად დგომა, სენაკელების ძლიერი ხმა საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში,პარლამენტში და ეს არის ირაკლი ბერაია. ის იქნება ხმა, რომელიც არ იქნება გულგრილი არცერთი  პრობლემისადმი და ორიენტირებული იქნება განვითარებაზე, ხვალინდელ დღეზე“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

სენაკის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა ირაკლი ბერაიამ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, თქვენს რიგებში, სენაკელებთან ერთად გავაგრძელო ის დიდი საქმე, რომელიც  ამ ქუჩებში 2012 წელს დავიწყეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. გამარჯვება, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დავამკვიდრეთ კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება. წნეხისგან გავათავისუფლეთ სასამართლო, ბიზნესი, მედია. უფრო აქტიურად ჩავერთეთ საერთაშორისო თანამშრომლობაში, კიდევ უფრო დავუახლოვდით  ევროპულ და ვეროატლანტიკურ სტრუქტურებს და ჩვენი ქვეყანა სანდო, საიმედო საერთაშორისო პარტნიორად ვაქციეთ. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს  ქვეყანა წარმატებისა და წინსვლის სრულიად ახალ ეტაპზე გადაყავს. ახალი ფურცელი იშლება სენაკის ცხოვრებაშიც. სენაკი ჩემთვის არის სიყვარულის, მეგობრობის, ნდობის, ჩემი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის, წარსულისა და მომავალი გამარჯვებების სიმბოლო. მჯერა, რომ ჩვენ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ საპარლამენტო არჩევნებზე და ერთად გავაგრძელებთ ევროპული ქვეყნის მშენებლობას“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.    
 
(R)

ავტორი: ნიუპრესი