|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში ზეწოლის ტენდენციის გაძლიერებაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში ზეწოლის ტენდენციების გაძლიერებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მას არ გაკვირვებია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, რადგან მისი ოჯახის წევრზეც იყო ანალოგიურის მცდელობა. 

”ეს ტენდენცია ახალი არ არის. ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო მცდელობა სამართალდამცველების ჩართვით ზეწოლის განხორციელებისა. ეს იყო იმიტაცია რეალურად და გამომდინარე იქიდან, რაც პაპუაშვილმა მითხრა, ეს ჩემთვის გასაოცარი არ არის”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  პრეზიდენტის თქმით, ეს იყო უკანონო ჩხრეკა, რაც ზეწოლას ისახავდა მიზნად.

 მისი თქმით, გიორგი პაპუაშვილის განცხადების შემდეგ ყველას ერთი რეაქცია უნდა ქონოდა, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, ამის მაგივრად ჩვენ ვნახეთ განცხადებების მთელი კასკადი, რომ ეს ტყუილია.
”ეს იყო მართლაც უცნაური შემთხვევა. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებას, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა, შეიძლება გაჩნდეს კითხვა - რომ ეს შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ეს შეიძლება იყოს ბიზნესი, ეს შეიძლება იყოს კრიმინალი. ბუნებრივია, რომ ყველას ერთი რეაქცია უნდა გვქონდეს, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, დავიცვათ მოსამართლეები. ამის მაგივრად ჩვენ ვნახეთ განცხადებების მთელი კასკადი , რომ ეს ტყუილია. რაღაც უცნაური ტენდენცია იყო, რომ ტყუილია და საიდან იცით, რომ ტყუილია?!” - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტები რომ უკეთ იყოს დაცული, ის მზადაა  ამ თემაზე სასაუბროდ შეხვდეს პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა