|
  • EUR 1 = GEL 2.9204
  • USD 1 = GEL 2.4844
|

გიორგი ვაშაძემ ქუთაისში მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ქუთაისში "გიორგი ვაშაძე- ერთობა-ახალი საქართველო-მ" მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, დღესვე ცნობილი გახდა პროპორციული სიის პირველი ათეული. მერობისთვის ზვიად ბაღდავაძე იბრძოლებს. წარდგენა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაიმართა.

გიორგი ვაშაძემ პარკში შეკრებილ ამომრჩეველს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, ქუთაისის განვითარების გეგმაზე საუბრისას ვაშაძემ განსაკუთრებული აქცენტი განათლებაზე გააკეთა. 
"ეს ქალაქი უნდა გახდეს იმერეთის ცენტრი, რისი პოტენციალიც ნამდვილად აქვს. აქ არის აეროპორტი, რომელიც უნდა გაფართოვდეს და რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში გადამზადება უნდა მოხდეს, ქალაქიდან ყოველწლიურად მიდიან ახალგაზრდები,რადგან აქ სასიკეთოს ვერაფერს ხედავენ. წყლისა და გზის პრობლემას რაც შეეხება, ჩვენი გუნდის სიძლიერიდან გამომდინარე, საკმაოდ მალე მოვაგვარებთ"-განაცხადა ვაშაძემ

 "გიორგი ვაშაძე- ერთობა-ახალი საქართველოს" სახელით ქუთაისის მერობისთვის ზვიად ბაღდავაძე იბრძოლებს,  მაჟორიტარობის კანდიდატების სია კი ასე გამოიყურება:

ავტოქარხნის საარჩევნო ოლქი-გიორგი მაჩიტიძე,

ავტომშენებლის საარჩევნო ოლქი- მამუკა ხურციძე,

გამარჯვების საარჩევნო ოლქი-გიორგი მარდალეიშვილი,

უქიმერიონის საარჩევნო ოლქი-არჩილ სულაძე,

ქალაქ-მუზეუმი - მარიამ ხვიჩია,  

საფიჩხიის საარჩევნო ოლქი-მარინა მესხი,  

კახიანოურის საარჩევნო ოლქი -გოგი დაუშვილი,

 ძელქვიანის საარჩევნო ოლქი-ანა გაბუნია,

ნიკეას საარჩევნო ოლქი-თეა მარდალეიშვილი

ვაკისუბნის საარჩევნო ოლქი-თენგიზ ცხადაძე.

 გიორგი ვაშაძემ პრიოტიტეტად ქუთაისის რეგიონის ცენტრად ჩამოყალიბება დაასახელა.  

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20%
გაუარესდა - 60%
არ შეცვლილა - 20%
სულ - 85 ხმა