|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჭიღვარია უფლებამოსილების შესრულებას 29 ნოემბრიდან შეუდგება

ქუთაისის ახალი მერი გიორგი ჭიღვარია უფლებამოსილების შესრულებას 29 ნოემბრიდან შეუდგება.

გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერიას ცესკოს მიერ საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 11 დღეში ჩაიბარებს. 

ცესკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმი საოლქო კომისიამ 19 ნოემბერს გამოსცა, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გიორგი  ჭიღვარიამ  გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ქუთაისში რეგისტრირებული ამომრჩეველის 18 პროცენტი მივიდა, საიდანაც ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, 12,45 (3307ხმა) პროცენტმა ხმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მისცა. ქართულმა ოცნებამ 87,55 % (23262 ხმა) მიიღო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი