|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ვახტანგ რობაქიძე პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულმა ვახტანგ რობაქიძე, რომელმაც  საპატიმრო გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა,  დაკავების დროს სამართალდამცველის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს. მისი თქმით, ალკოტესტის ჩაბარების დროს პოლიციელმა მას მუცლის არეში დაარტყა. რობაქიძე არ გამორიცხავს, რომ მომხდარის გამო გამოძიებას მიმართოს.

როგორც რობაქიძე აცხადებს, მან შეფარდებული 7000 ლარი გადაიხადა, თუმცა ბრალს არ აღიარებს და განმარტავს, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ამასთან, რობაქიძე დაკავების დეტალებს იხსენებს და განმარტავს, რომ მისი მხრიდან დეპუტატის მისამართით მუქარა არ ყოფილა და მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.

ის საქმის გადაკვალიფიცირებას ანრი ოხანაშვილის ფაქტორს უკავშირებს. გამოძიება სსკ-ს 151 და 239 მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.
მორიგი სხდომა 11 თებერვალს ჩაინიშნა.

 შეგახსენებთ, ანტი ოხანაშვილის შეურაცხყოფის გამო დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს თავდაპირველად სასამართლოს  ადმინისტრაციული სახდელის სახით სამი დღით პატიმრობა შეუფარდა.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა