|
  • EUR 1 = GEL 3.0125
  • USD 1 = GEL 2.4351
|

"მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა"

გლდანის ციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.

უწყების  ინფორმაციით, "მსჯავრდებულმა ..- 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა  გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. მსჯავრდებული .ნ. საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა".

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115- მუხლით აწარმოებს.

 

ავტორი: ნიუპრესი