|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგა ჩანადირი და "თეთნულდის" გამოფენა ქუთაისში

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ქუთაისში ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანებს შეხვდა. ჩანადირი ქალაქს ფოტოკონკურს "კადრი ქუთაისის" ფარგლებში ესტუმრა. იგი დამსწრე საზოგადოებას მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდი"  ფოტოების ფონზე ესაუბრა.

ჩანადირმა "ნიუპრესთან" საუბრისას განაცხადა, რომ მას ქუთაისში ჩამოსასვლელად რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: "ერთი ის, რომ ფოტოკონკურსის ჟიურის წევრი ვარ, მეორე  ის, რომ  ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანებს შევხვედროდი, კლუბ "თეთნულდის" წარმომადგენლებთან გამეზიარებინა შთაბეჭდილებები და მესაუბრა სამოგზაურო ფოტოგრაფიის შესახებ, რომელიც საკმაოდ საინტერესო დარგია", - აღნიშნა ჩანადირმა.

 კლუბ "თეთნულდის" წევრების განცხადებით, გამოფენაზე  კლუბის დაარსებიდან დღემდე სხვადასხვა ექსპედიციების დროს გადაღებული ფოტოებია წარმოდგენილი.

"დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი გვაქვს კლუბის დაარსებიდან - 2012 წლიდან   სხვადასხვა მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები. აქ 5 ფოტოგრაფის ნამუშევრებია წარმოდგენილი, მათ შორისაა ჩვენს მიერ აღმოჩენილი რაჭის მღვიმის ფოტოებიც,"- განაცხადა ფოტოგრაფმა და კლუბ "თეთნულდის" წევრმა არჩილ გეგენავამ.

გოგა ჩანადირი ქუთაისში მერიის კულტურის განყოფილების მოწვევით იმყოფება. ხვალ იგი  ჟიურის  სხვა ოთხ წევრთან ერთად ფოტოგრაფების ნამუშევრებს "თიბისი" გალერეაში შეაფასებს და გამარჯვებულსაც გამოავლენს.

კულტურის განყოფილება რამდენიმე წელია ორგანიზებას უკეთებს ფოტოკონკურსს. წელს მას  "კადრი ქუთაისი" ეწოდა. როგორც მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლმა თამთა თურმანიძემ  განაცხადა, ამ ფოტოკონკურსის ფარგლებში გაიმართა "თეთნულდის" გამოფენა. 

ფოტოკონკურსის "კადრი ქუთაისის" გამარჯვებული ხვალ, 12 საათზე გამოვლინდება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა