|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაიამ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

გოგი წულაიამ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. საარჩევნო ბლოკი „ლორთქიფანიძე, კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლის განცხადებით, იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო,  რის გამოც პროცესი მიატოვა.

„მე ამოვწურე ყველა სამართლებრივი ფორმა ბრძოლის და  მივმართე სასამართლოს, მაგრამ წინასწარ ვიცოდი, რა შედეგებიც იქნებოდა, ამიტომ სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დავტოვე. მოსამართლე გენადი მაკარიძეს ვუთხარი, რომ იმ პროცესებში, რა პროცესებიც განვითარდება ქუთაისში, პასუხისმგებელი ის იქნება“-განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, საოლქო კომისიამ სასამართლო პროცესზე უბნების კომისიების თავმჯდომარეების მობილიზება მოახდინა.

შეგახსნებთ, საარჩევნო ბლოკი ხმების გადათვლას მოითხოვდა.

"შედეგის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო"-გოგი წულაია

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა