|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არჩევნების შემდეგ მთელ ქუთაისს და არა მარტო ქუთაისს, დავალაგებთ და გავალამაზებთ"

პოლიტიკური პარტიის „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის  ზვიად ჯავახიას განცხადებას  პასუხობს.  პარტიაში ქუთაისის მერიის მოწოდებას  ბურჭულაძის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის დასუფთავების შესახებ  პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

"აღნიშნულ თემით პროვოცირება უკავშირდება ჩვენს ყრილობას და მიზანმმიმართულ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, 1996 წლის 4 ივლისს გადაეცა ეს ტერიტორია ბატონ პაატა ბურჭულაძეს, იმდროინდელი მერის, თემურ შაშიაშვილის #405 განკარგულებით. 20 წელი გავიდა მას შემდეგ. სასაცილოა, რომ ხელისუფლების აშკარა ინტერესი და პრობლემის ხელოვნურად შექმნა უფრო იკვეთება, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემატიკაზე ზრუნვა მათი მხრიდან. რაც შეეხება, დასუფთავების და დალაგების საკითხებს გპირდებით, რომ არჩევნების შემდეგ მთელ ქუთაისს და არა მარტო ქუთაისს დავალაგებთ და გავალამაზებთ",-აცხადებს პარტიის იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, ქუთაისში, კიბულის ქუჩა #12-ში  მდებარე მიტოვებული შენობა, სადაც ბაგა–ბაღი იყო განთავსებული, ანტისანიტარიის კერად არის ქცეული. აღნიშნული შენობის დასუფთავების თხვონით  ადგილობრივებმა  ქალაქის თვითმმართველობას მიმართეს. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ კი განაცხადა, რომ შენობა პაატა ბურჭულაძის სახელზეა რეგისტრირებული და რომ მერიას არ აქვს უფლება კერძო საკუთრება დაასუფთაოს, ან რაიმე სამუშაოები განახორციელოს, რის გამოც ტერიტორიის დასუფთავებისაკენ მის კანონიერ მფლობელს მოუწოდა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი