|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიგოლ დალაქიშვილს ვიცე გუბერნატორის პოსტზე ორშაბათს წარადგენენ

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ საკადრო ცვლილებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია გუშინ მედიით გავრცელდა.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი სალომე ჩინჩალაძე განმარტავს, ვიცე-გუბერნატორის პოსტზე გრიგოლ დალაქიშვილს ორშაბათს მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე  თავად წარადგენს, რა დროსაც გახდება ცნობილი, თუ რას უკავშირდება აღნიშნული საკადრო ცვლილება.  

შეგახსენებთ, გრიგოლ დალაქიშვილი 2 თვის წინ ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ დაინიშნა, თუმცა მაშინ მისი წარდგენა მედიისთვის არ მომხდარა. მერიაში განმარტავდნენ, რომ მესამე ვიცე მერის დანიშვნა მეცამეტე შტატის დამატების შესაძლებლობას უკავშირდებოდა, თუმცა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ამ საკადრო ცვლილებაში წინასაარჩევნო კონტექსტი დაინახეს.  "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის და მერობის ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი ჭიღვარიას კადრის მერიაში დანიშვნა მისთვის პოზიციების მომზადებას დაუკავშირეს. 

დალაქიშვილი ამ ხნის განმავლობაში ჟურნალისტებს ოფიციალურად არ შეხვედრია, თუმცა აქტიურად ხვდებოდა მოქალაქეებს და მათ ყველა პრობლემის გადაჭრაში დახმარებას  პირდებოდა. მოქალაქეებს მათი პირადი მობილური ნომერიც აქვთ, რომელზედაც საჭიროების შემთხვევაში უკავშირდებიან.

იმერეთის გუბერნიაში ადასტურებენ, რომ საკადრო ცვლილებები წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ დალაქიშვილის შემცვლელი უკვე დაინიშნა, მას "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი იობაშვილი ჩაანაცვლებს.

 

იმერეთის გუბერნიაში საკადრო ცვლილებებია 

ქუთაისის ვიცე-მერს დანაპირების შესრულებას თხოვენ

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა