|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიგოლ იოსელიანი: ჩვენი თვითმმართველობის საზრუნავი სწორედ ტურიზმისა და სოფლის ხელშეწყობა იქნება [R]

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ყუმისთავის მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მთავარი კომპონენტი ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა. სოფელ ყუმისთავს ორივე მიმართულებით აქვს პოტენციალი  - აქ არის ტურისტული ობიექტები, აქ არის მეხილეობის, მევენახაობის, მეფუტკრეობის განვითარების რეალური პირობები. ჩვენი, თვითმმართველობის, საზრუნავი სწორედ ტურიზმისა  და სოფლის ხელშეწყობა და მხარდაჭერა იქნება“ - გრიგოლ იოსელიანი.

მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა და სოფლის გაძლიერებისათვის დაგეგმილი პროექტები საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ლატავრა ბენდელიანმა გააცნო.

შეხვედრას წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა