|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

გრიგოლ იოსელიანი: სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადების თანადაფინანსება მოხდება [R]

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ქვილიშორში, ვარდანიძეების მრავალშვილიან ოჯახს სტუმრობდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და შვიდ შვილს ზრდის. მათ შორის, ხუთი არასრულწლოვანია.

 

მერობის კანდიდატმა სოციალური პროგრამების ხარისხისა და ეფექტურობის გაზრდის შესახებ ისაუბრა.

 

„ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში დღევანდელი მდგომარეობით არსებული სოციალური პროგრამები უფრო მრავალფეროვანი გახდეს. პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოხდება ელექტროენერგიის, გაზის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის თანადაფინანსება“, - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

 

მერობის კანდიდატის თქმით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფოს რამდენიმე სოციალური პროგრამა აქვს შემუშავებული.

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები სხვადასხვა ოდენობის ფულად დახმარებას იღებენ“, - აღნიშნა წყალტუბოს მერობის კანდიდატმა.

 

გრიგოლ იოსელიანთან ერთად, ვარდანიძეების ოჯახში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ივანეიშვილიც იმყოფებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა