|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიგოლ ვაშაძე საკუთარ არჩევანს ქუთაისში დააფიქსირებს

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 21 ოქტომბერს თავის  არჩევანს ქუთაისში გააკეთებს.

მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებში ხმას საფიჩხიაზე მისცემს.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ვაშაძემ ქუთაისში რეგისტრაციას კამპანიაში ჩართვისთანავე გაიარა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში,  ქუთაისში დარჩენას და ადგილზე მუშაობას აპირებს.

გრიგოლ ვაშაძე არჩევანს დილის 10 საათზე #22 უბანზე გააკეთებს.

  მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მიმართა და ხვალ არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არავის მისცემენ არჩევნების გაყალბების უფლებას და თითოეულ ხმას დაიცავენ.

„21 ოქტომბერს მნიშვნელოვანი დღეა. ეს არ არის უბრალოდ თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქემ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და პროტესტი განაცხადოს იმ სიდუხჭირეზე, სიღარიბეზე, უიმედობაზე, უძრაობაზე, ჩალის ფასად დაყრილ ნარკოტიკებზე. ყველა ხმას დავიცავთ, არჩევნების გაყალბების უფლებას არავის მივცემთ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა